19.სექტემბერი .2019 14:30

NDI: საჯარო ინსტიტუტებიდან ყველაზე კარგად – ეკლესიის, ცუდად პარლამენტის საქმიანობა შეფასდა

views 194
უკან

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებას.

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერ- მინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება.

საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 %) და იუსტიციის სახლების (57 %) საქმიანობა შეფასდა.

თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კარგად შეფასებულია გამოკითხულთა 43%-ის მიერ, ცუდად 4%-ის მიერ. იუსტიციის სახლების საქმიანობას კარგად 49% აფასებს, ცუდად – 7%; მთავარი პროკურატურის საქმიანობა კარგად შეფასებულია 11%-ის, ცუდად კი 21%-ის მიერ; სასამართლოების საქმიანობა კარგად შეაფასა 10%–მა, ცუდად – 26%-მა; გამოკითხულთა 8%-სთვის პარლამენტი კარგად საქმიანობს, 32%-სთვის კი – ცუდად.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა