მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

64a52694586d2
BM.GE
05.07.23 12:07
725
მიმდინარე კვირაში პარლამენტში რიგგარეშე სესიები ტარდება. თუმცა დღეს კვორუმი ვერ შედგა, შესაბამისად, სხდომაც ვერ გაიმართა. ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო და რეგისტრაცია არ გაიარა, შედეგად, სხდომა ჩაიშალა, რადგან „ქართულ ოცნებას“ დარბაზში მხოლოდ 65 დეპუტატი აღმოაჩნდა.

საქმე ის არის, რომ პარლამენტში „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს ივლისში, ან აგვისტოში მოუწევთ მუშაობა.

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან. იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება - იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, უკვე კარგია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები