მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნება“ მზადაა, ცესკო-ს წევრობის კანდიდატების სერტიფიცირების შესახებ ცვლილებები არ მიიღოს

646395fa6ebcb
BM.GE
16.05.23 18:45
413
“ქართული ოცნება“ მზადაა, ცესკო-ს წევრობის კანდიდატების სერტიფიცირების შესახებ ცვლილებები არ მიიღოს. პარტიის პოზიცია დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააჟღერა.

საქმე ის არის, რომ პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა" პარლამენტის რეგლამენტში. ცვლილებები ორ საკითხს ითვალისწინებს: ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს ვალდებულებას, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ცესკოს წევრების, მაგრამ არ არსებობს თავმჯდომარის მიმართ. ცვლილების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეც შესაბამის სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

„მმართველ გუნდს ამის პრობლემა არ აქვს, რაც ეხება სერტიფიცირებას, თუმცა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. თუ ოპოზიციის მხრიდან კონსენსუსი იქნება და ყველა თანახმა ხართ, ჩვენ შეგვიძლია, რომ სერტიფიცირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შევქმნათ და ეს საკითხი ჩავხსნათ დღის წესრიგიდან. მეორე მოსმენით, მივიღებთ კანონს იმ ფორმით, რომ სერტიფიცირების საკითხს აღარ გაითვალისწინებს, რადგან ყველა სუბიექტის მოთხოვნაა, მზად ვართ დაგეთანხმოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სესიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები