საქართველოს პარლამენტმა გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას უფლებამოსილება ცნო. საკითხს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი წინააღმდეგი არცერთი იყო.
დღეს, პარლამენტმა, მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცა




























