უკრაინა ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ, იურიდიულად დადასტურებულ ვარიანტს ითხოვს და არა უსაფრთხოების პროტოკოლურ გარანტიებს. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. წერს Unian-ი.
"უპირობოდ გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ინიციატორები იყვნენ; აქედან მოდის ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი, მაგრამ უკრაინა ახლა რუსეთთან პირდაპირ ომში იმყოფება, ამიტომ მოდელი შეიძლება მხოლოდ „უკრაინული“ იყოს და მხოლოდ იურიდიულად დადასტურებული „უსაფრთხოების გარანტიებით“. არანაირი სხვა მოდელი და ვერსია", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი სიტყვებით, უპირველეს ყოვლისა, უკრაინას პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
„გვჭირდება ქმედითი გარანტიები და არა პროტოკოლური ან ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი (1994 წელი), რაც იმას ნიშნავს, რომ გარანტორი ხელმომწერი მხარე უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გვერდით არ გაიწევა, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ კონფლიქტში უკრაინასთან ერთად მიიღებს აქტიურ მონაწილეობას და საჭირო მოცულობის იარაღით დაუყოვნებლად უზრუნველყოფს. მეორე - უკრაინას აღარ უნდა დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ნებას გაძლევენ ან არ გაძლევენ დახურო ცა ფრთოსანი რაკეტებისთვის. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი და მყარი გარანტიები იმის, რომ ცას აუცილებლად დაკეტავენ“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
მიხეილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა მილიტარული სახელმწიფო, რომელიც თავს ესხმოდა, ან აპირებს დაესხას მეზობლებს. „ამ მეზობლებისგან განსხვავებით. სწორედ ამიტომ უნდა უკრაინას მოკავშირეები გასაგებად გაწერილი უსაფრთხოების გარანტიებით“, - თქვა მან.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა და ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების დროს უკრაინამ ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი შესთავაზა.




























