მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-იმა შესაძლოა პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან ითანამშრომლოს

5e26c1d6b55da
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.20 14:17
940
Netflix-ი შესაძლოა პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ სტრიმინგ-სერვისი კონტენტ-რედაქტორმა ტედ სარანდოსმა განაცხადა. ინფორმაციას Marketwatch.com-ი ავრცელებს.

“და ვინ არ იქნებოდა მათთან თანამშრომლობით დაინტერესებული?! რა თქმა უნდა ვართ“, გამოცემა ციტირებს ტედ სარანდოსს.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ Netflix-ი უკვე თანამშრომლობს ბარაკ და მიშელ ობამამასთან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ხელი უკვე მოაწერეს რვა ნიშნა კონტრაქტს.

როგორც კონტენტ-რედაქტორი ტედ სარანდოსი აცხადებს, წყვილი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე ცოტა ხნის წინ უარი თქვა, შესაძლოა, სერიალში „გვირგვინი“ გადაიღონ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასექსის ყოფილმა ჰერცოგენიამ კომპანია Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი. მეგან მარკლი ანიმაციურ პერსონაჟებს გაახმოვანებს.

შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.