მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია Hollywood-ის ყველაზე მდიდარი კომპანია? - TOP 10

647b450915006
ლიკა მეგუთნიშვილი
06.06.23 23:55
1641
საუკუნეზე მეტია, რაც "ჰოლივუდი" მსოფლიოს გასართობი დედაქალის ტიტულს ატარებს და ცხადია, ამ ინდუსტრიის ყველაზე ძლევამოსილი კომპანიები თავს სწორედ აქ იყრიან. ამ ბიზნესებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც წლების განმავლობაში ყველაზე დიდი კაპიტალი დააგროვეს და სხვებზე მეტად გამდიდრდნენ.

ჰოლივუდის გართობის ინდუსტრიის ყველაზე მდიდარ კომპანიებს შორის მე-10 პოზიციაზე 1924 წელს დაფუძნებული Metro Goldwyn Mayer ხვდება. კომპანიას ლეგენდარული ფილმების გადაღების საუკუნოვანი ისტორია აქვს, მათ შორის ისეთი კინოკლასიკების, როგორიცაა: „ქარწაღებული“ და „ჯეიმს ბონდი“. Metro Goldwyn Mayer-ის ღირებულება 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მე-9 პოზიციის Paramount Global იკავებს, რომელიც 2019 წელს CBS corporation-ისა Viacom-ის შერწყმის შედეგად დაფუძნდა. კომპანიის საკუთრებაში ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი კინოსტუდია Paramount Pictures-ია, რომელმაც ისეთი საკულტო ფილმები შექმნა, როგორიცაა: „ნათლია“, „ტიტანიკი“ და „ტოპ გან მავერიკი“. Paramount Global 11 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გართობის ინდუსტრიის უმდიდრეს კომპანიებს შორის Comcast corporation-ს შვილობილი კომპანია, Universal Pictures ხვდება, რომელიც 1912 წელს კარლ ლაემლემ დააარსა. Universal Picture-ის პორტფელში მრავალი წარმატებული კინოპროდუქცია გაერთიანებული, მათ შორის „E.T უცხოპლანეტელი“, „ფორსაჟი“ და სხვა. Universal Pictures-ის ღირებულება 13 მილიარდ დოლარს აღწევს.

რეიტინგში მე-7 პოზიციას Live Nation-ისა და Ticketmaster-ის კოლაბორაციის შედეგად 2010 წელს შექმნილი კომპანია Live Nation Entertainment იკავებს. კომპანია წლებია, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა თუ ფესტივალების გამართვით, უპირობო ლიდერია. სწორედ LiveNation-ს ეკუთვნის ისეთი მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებები, როგორიცაა, Coachella, Lollapalooza და bonnaroo. კომპანიის ფასი 15.8 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

რეიტინგში მეექვსე ადგილას Fox Corporation-ი ხვდება, რომელიც 2019 წელს, Walt Disney-ის მიერ 21 century fox-ის შეძენის შედეგად შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაში რამდენიმე ისეთი სატელევიზიო ქსელია, როგორიცაა: Fox News Channel, Fox Business Network და Fox Sports. Fox Corporation-ის ღირებულება 16 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ჰოლივუდის გართობის ინდუსტრიის უმდიდრესი კომპანიების რეიტინგის ხუთეულს Warner Bros. Discovery ხსნის, რომელიც 2021 წელს WarnerMedia-სა და Discovery-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. კომპანიის მფლობელობაში რამდენიმე პოპულარული სატელევიზიო ქსელია, მათ შორის: HBO, CNN და Cartoon Network. Warner Bros. Discovery ამჟამად 30 მილიარდ დოლარად ფასობს.

რეიტინგში მეოთხე პოზიციას გლობალური მუსიკალური კორპორაცია Universal Music იკავებს, რომლის საკუთრებაშიც ყველაზე მეტი ხმის ჩამწერი სტუდიაა გაერთიანებული. გარდა ამისა, Universal Music-ი მსოფლიოში ცნობილ უამრავ არტისტთან აქტიურად თანამშრომლობს. Universal Music-ის ღირებულება 42.7 მილიარდი დოლარითაა განსაზღვრული.

მესამე ყველაზე მდიდარი კომპანია Walt Disney-ია. გლობალური გასართობი კონგლომერატი ამჟამად რამდენიმე საკულტო ბრენდს აერთიანებს, მათ შორის: Disney, Pixar, Marvel-სა და Lucasfilm-ს. კომპანიას ისეთი ცნობილი კინოსურათების ფრანჩაიზი ეკუთვნის, როგორიცაა: The Lion King, Frozen და Star Wars . Walt Disney 148.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

უმდიდრეს კომპანიებს შორის, მეორე პოზიციაზე Netflix-ია. 1997 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს მსოფლიოში სტრიმინგ გიგანტად არის აღიარებული, რომელიც მაყურებელს სატელევიზიო შოუებისა თუ ფილმების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორისაა, Stranger Things, The Crown და The Irishman. Netflix-ის ღირებულება 151 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

და ბოლოს, ჰოლივუდის გართობის ინდუსტრიის ყველაზე მდიდარი კომპანია, რომელიც რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს Comcast Corporation-ია.1963 წელს დაფუძნებული გლობალური მედია და ტენოლოგიების კომპანია რამდენიმე შვილობილ კომპანიას, მათ შორის, NBCUniversal-სა და Sky Group-ს აერთიანებს. კომპანიის ღირებულება 240 მილიარდი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები