მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდებმა სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის საზღვრები კვლავ ჩაკეტა

5f05cfa2e34c3
ნათია თაქთაქიშვილი
08.07.20 21:40
969
ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები კვლავ ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებაა.

ნიდერლანდებმა სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის საზღვარი 1 ივლისს გახსნა.

სერბეთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 2 942 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება მონტენეგროს, ქვეყანაში COVID-19-ის 907 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 17 ადამიანი.