ევროპის უდიდესი გაზის საბადო, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში მდებარეობს, დროებით, ფუნქციონირება შეაჩერა. პროცესის შეწყვეტის მიზეზი ის ბიძგები გახდა, რომლებიც ქალაქში წლების განმავლობაში 1960-იანი წლებიდან მოყოლებული წარმოიქმნებოდა და, შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. გაზის საბადოს დახურვის მოთხოვნით აქციებს, გრონინგემის მოსახლეობა ოც წელიწადზე მეტია, რაც აწყობს.
ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, საბადოში არსებული თერთმეტი ჭაბურღილი, ერთი წლის განმავლობაში, დაკონსერვებული იქნება, რაც შესაძლო ცივ ზამთარს და ენერგომატარებლებზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდებოდეს. ერთი წლის შემდეგ კი, საბადო სრულად დაიხურება. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, გაზის საბადოს ფუნქციონირება უფრო ადრეც უნდა დაესრულებინა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგოკრიზისის ფონზე, ნიდერლანდების ხელისუფლებამ საბადო მაინც მინიმალურად ფუნქციურად დატოვა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, ამერიკული Shell-ის დათვლებით, წლების განმავლობაში, გრონინგემის საბადოდან 2.3 ტრილიონი კუბური მეტრი გაზი იქნა მოპოვებული. გაზის მოპოვების ლიცენზირებით, 1963-2020 წლებში, გრონინგემმა $450 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.