ტექნოლოგიური გიგანტი Alphabet-ის შვილობილი Google ნიდერლანდებში, მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად, 600 მილიონი ევროს ინვესტიციას გამოყოფს - ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა და განმარტა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში, 125 სამუშაო ადგილი გაჩნდება.
კომპანიის განცხადებით, მშენებლობის პროცესში, Google-ის პრიორიტეტი მდგრადი განვითარება და ადგილობრივ თემზე დადებითი გავლენის მოხდენა იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, Google-მა ნიდერლანდებში ციფრული ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად €3.8 მილიარდზე მეტი ინვესტიცია უკვე განახორციელა.