მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NIESR: ბრიტანეთის ეკონომიკას Brexit–ი 70 მლრდ ფუნტი სტერლინგი დაუჯდება

5dba9962a0fe8
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 16:20
1152
Brexit–ი ბრიტანეთის ეკონომიკას 70 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება - ამ დასკვნამდე ეკონომიკური და სოციალური კვლევების ბრიტანული ინსტიტუტის (NIESR) სპეციალისტები მივიდნენ.

გავლენიანი ეკონომისტების გათვლებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ათ წელიწადში, დაახლოებით 3,5%–ით დაბალი იქნება, ვიდრე ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში. ამასთან, ყოველწლიურად, ქვეყნის ეკონომიკა პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის გარიგებით, 3%–ს მიიღებს, რაც მხოლოდ უელსის ეკონომიკურ მდგომარეობას შეესაბამება.

კვლევის ავტორების განცხადებით, ეკონომიკური ვარდნის ერთ–ერთი მიზეზი ინვესტიციების შემცირება გახდება. Brexit შეთანხმების გარეშე (No-Deal-Brexit) ქვეყნის ეკონომიკას 5,6 პროცენტიან დანაკარგს მიუტანს.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების დასკვნას ბრიტანეთის მთავრობაში უკვე გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ისინი ევროკავშირთან უფრო ამბიციური თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გეგმავენ, შესაბამისად კვლევის შედეგები რეალობას ვერ ასახავს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი ორი დღის წინ დაუჭირა. ჯონსონი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის რაც შეიძლება, მალე დატოვებას მოახერხებს.