მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძეს თბილისის მერიის PR-ში დასაქმებულებზე გაწეული ხარჯი სამართლიანად მიაჩნია

61a9ee3d58b54
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 14:19
909
თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული 57 ადამიანის შრომითი ანაზღაურება კახა კალაძეს სამართლიანად მიაჩნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" კვლევის შედეგებს შეეხებოდა.

„მე გამართლებულად მიმაჩნია ეს ხარჯი, რადგან ეს არიან ადამიანები რომლებიც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ 10 რაიონის გამგეობისთვის და 57 ადამიანი გადანაწილებული სსიპ-ებსა და ააიპ-ებში. ასე რომ შეგიძლიათ ინფორმაცია გამოითხოვოთ და მიიღებთ ყველა პასუხს რაც გჭირდებათ. ხარჯი იმიტომ არის დიდი რომ ყველაზე დიდი უწყება ვართ, ზოგადად ეს ადამიანები მუშაობდნენ მერიაში, უბრალოდ ჩვენ შევქმენით ერთი სტრუქტურა სადაც გამგეობიდან, სსიპ-ებიდან თანამშრომლები ვინც იყვნენ წამოვიყვანეთ და შეიქმნა ერთი სტრუქტურა, არაფერი შეცვლილა. ის თანხები რაც აქამდე იხარჯებოდა, ახლაც იხარჯება. არავის არაფერი დაუმატებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ 2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ხარჯების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელშიც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში პიარის თანამშრომლების ანაზღაურებაზე 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.