მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გილაური: Reformatics-ის დახმარებით, უზბეკეთმა და ყაზახეთმა Doing Business-ში პროგრესი განიცადეს

5db7ea12f40be
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.19 11:30
5593
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი და საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ Doing Business-ის რეიტინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც გილაური საკუთარ facebook გვერდზე წერს, Reformatics-ის დახმარებით, აფრიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება შეძლეს:

"მეგობრებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ Reformatics-ის კლიენტებმა, ბიზნესის კეთების სიმარიტვის 2020 წლის ანგარიშში, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს საკუთარი პოზიციები.

ყაზახეთი საუკეთესო 25-ეულში მოხვდა;
უზბეკეთმა 76-ე პოზიციიდან 69-ეზე გადაინაცვლა;

დასავლეთ აფრიკის ქვეყანამ საკუთარი პოზიცია 15 ადგილით გაიუმჯობესა.

ჩვენი გუნდი უკვე მეშვიდე წელია ეხმარება ქვეყნებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში. ამ დროის განმავლობაში, Reformatics-მა 25-ზე მეტ ქვეყანას გაუწია კონსულტაცია", - წერს ნიკა გილაური. 



შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის 2020 წლის რეიტინგი 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა, მასში საქართველოს მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი უჭირავს. ინდექსი ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში არსებულ ვითარებას ზომავს.