ყაზახეთი "მსოფლიო ბანკს" შუა დერეფნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს - ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, საფარ ბექტასოვმა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის "სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად" პრეზენტაციაზე განაცხადა.
"საჭიროა შუა დერეფნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, დაახლოებით, 2040 წლამდე ან მეტი ხნის. შესაბამისად, გთავაზობთ შუა დერეფნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება განიხილოთ", - აღნიშნა ბექტასოვმა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის ხელმძღვანელის თქმით, სატრანსპორტო დერეფნები საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"როგორც გესმით, სრული ეფექტიანობისთვის, ლოგისტიკას საკუთარი კრიტერიუმები აქვს. საჭიროდ მიგვაჩნია, შუა დერეფნისთვის სტანდარტები შევიმუშაოთ, რომელიც დერეფნის მომხმარებელი ქვეყნებისთვის გარანტია იქნება. ვარაუდობთ, რომ ეს სტანდარტები ფოკუსირებული იყოს ამ მარშრუტის გასწვრივ თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლის გავლაზე ფოკუსირებული, რაც უსაფრთხოებას, ერთგვაროვან მომსახურებას და კონკრეტულ ტარიფებს უზრუნველყოფს", - განაცხადა საფარ ბექტასოვმა.