მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა ენდოს მმართველ გუნდს ამომრჩეველი – ბექა ლილუაშვილის პასუხი

5f9c6a0802ead
თამთა ჯიჯავაძე
30.10.20 23:21
1062
გვჯერა, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა 2021 წლისთვის არის რეალისტური მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პანდემიის გამო, თავდაპირველად იყო –17%, აგვისტოში იყო -5,1%, თუმცა, „თუ ჩვენ წლის ბოლომდე შევძლებთ რომ პოზიტიურ ნიშნულზე გავიდეთ, ეს ნიშნავს რომ უკვე დავიწყეთ აღდგენის პროცესი". ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, მომდევნო 2021 წელს კი 5%-ით გაიზრდება.

ლილუაშვილის თქმით, პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის რეალიზების ყველაზე დიდ რისკს ეკონომიკის ჩაკეტვა წარმოადგენს, მეორეხარისხოვანი რისკი კი არის სამუშაო ძალის დაინფიცირება და მათზე წვდომის შეზღუდვა.

„მასობრივ ჩაკეტვებს არ ექნება ადგილი, მეორე მხრივ, ჩვენი სტრატეგიაა, რომ ვინც დაინფიცირდება, ჯანდაცვის სისტემაში სწრაფად გაიაროს ეს პროცესი და მალე დაუბრუნდეს სამუშაოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ხოლო კითხვაზე, თუ რატომ უნდა ენდოს მმართველ გუნდს ამომრჩეველი, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა:

„ჩვენ გვქონდა პროგრესი, ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეგვიძლია მეტის გაკეთება, ფაქტობრივად კაპიტალური ინვესტიციების გაორმაგება შეგვიძლია. რასაც კაპიტალურ ინფრასტრუქტურაში ვხარჯავდით რვა წლის განმალობაში, შეგვიძლია დავხარჯოთ ოთხ წელში. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მიზანი – ეკონომიკა მივიყვანოთ იმ კონდიციამდე, რომელიც დასაბუთებლად გაგვაკეთებინებს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს“.

ცნობისთვის, ბექა ლილუაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ხვალ, 20:00 საათზე BMG-ის ციფრულ არხზე.