მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით აქტიურ კამპანიებს ვაგრძელებთ

6151917d47521
ინგა მურუსიძე
27.09.21 13:38
508
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შიდა ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტებული მიმართულებაა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა.

„2021 წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 23 პრეს, ინფო და გასტრო ტური გამართა. ადმინისტრაციამ ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ტურები გამართა. ინფო-ტურების პროექტით ტურიზმის ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ. ინფო-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს კულინარიულ ტურებს.

პროექტის მიზანი გასტრო- ტურიზმის ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

საქართველოს ტურისტულად საინტერესო ნაკლებად ცნობადი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პრეს-ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტში ქართველი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და ოპერატორები მონაწილეობენ“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

(NS)