GHG-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ მიდის.
როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, „ამ შანსის ხელიდან გაშვებას შთამომავლობა არ გვაპატიებს“.
„მივდივარ დღევანდელ აქციაზე და რა თქმა უნდა, ვიცი - რატომაც: მგონია, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც ყველანაირი პოლიტიკური გაუგებრობა, წინააღმდეგობა, ერთმანეთთან ჭიდილი გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან გვაქვს საერთო იდეა, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამ იდეის და მიზნის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ.
30-50 წელიწადში რომ ჩნდება, ისეთი ფანჯარა იხსნება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ესაა ჩემი, როგორც მოქალაქის შემართება, ამიტომ ვთვლი, რომ უნდა ვიყო იქ, სადაც ეს იდეა ერთიანდება.
ვფიქრობ, ამ შანსის ხელიდან გაშვებას ჩვენი შთამომავლობა არ გვაპატიებს. ხომ გვესმის, რატომ გვინდა ევროპა?! - ესაა უკეთესი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას, უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს; გვქონდეს უკეთესი განათლება და ჯანდაცვა.
მეორე მიზეზი, რატომ მივდივარ დღევანდელ აქციაზე არის ის, რომ მოვითხოვოთ <ხელისუფლებისგან> იმ პირობების შესრულება, რაც ევროკომისიამ დაგვიყენა წინაპირობის სახით“, - თქვა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
BMG-ის კითხვაზე - გააკეეთა თუ არა მაქსიმუმი ხელისუფლებამ, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოეცა ევროკომისიას, GHG-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ფაქტია, არ გავაკეთეთ“.
„მაქსიმუმი რომ გაგვეკეთებინა, ფაქტია, საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც ეს მიიღეს ჩვენმა მოძმე ქვეყნებმა - უკრაინამ და მოლდოვამ. ფაქტია, რაღაც დავაკელით და ეს რაღაცეები სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი. როგორც ვიცით, წლის ბოლოს კიდევ იქნება ამ საკითხის გადახედვა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოსთვის მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
გასაგებია, რომ ეს სტატუსი არ იძლევა არანაირ გარანტიას, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და მეორე, არის იმის შესაძლებლობა, რომ მიზანი უკეთესად გავასწოროთ და როგორც ქვეყანა ჩამოვყალიბდეთ, ვინაიდან ეს მიზანი ხანდახან იბინდება ხოლმე, ამიტომ თუ სტატუსი მოგვცეს, ეს ქვეყნის მიზანს უფრო გაასწორებს და მგონია, რომ მოქმედებებიც უფრო ქმედითი იქნება“, - თქვა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე - რას უნდა აკეთებდეს მთავრობა დღეს, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს საქართველომ - ნიკოლოზ გამყრელიძემ ასე გვიპასუხა: „ვფოკუსირდეთ საქმეზე. გადავდოთ ყველანაირი ქიშპი ოპოზიციასთან და ვფოკუსირდეთ იმ დავალებაზე, იმ საქმეზე, რაც ძალიან კონკრეტულად გაგვიწერეს - ესაა ჩვენი ამოცანა, რომ ეროვნული იდეა არ დაზიანდეს“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი