მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ მაზანაშვილი ინვესტიციების შესახებ SOLO Talks-ის ფარგლებში მასტერკლასს გამართავს

63d0c87acbaf3
BM.GE
25.01.23 10:24
750
საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებელს 26 იანვარს ეძლევა შესაძლებლობა SOLO Talks-ის ფარგლებში დაესწროს Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ასოცირებული ბროკერის, ნიკოლოზ მაზანაშვილის მასტერკლასს ინვესტიციებისა და საფონდო ბირჟების შესახებ

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იქნება:
  • ინვესტირების Top-Down და Bottom-Up სტილის შედარება;
  • მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ინვესტირებისას;
  • როგორ შეარჩიოთ სწორად მომგებიანი სექტორები და ინდუსტრიები;
  • კონკრეტული კომპანიების აქციების ანალიზი: ფინანსური ინდიკატორების, შემოსავლებისა და მოგების ანალიზი, სიახლეებსა და კვარტალურ შედეგებზე დაკვირვება.

შეხვედრის დეტალები:

ადგილი: SOLO ლაუნჯი, ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 26 იანვარი
დრო: 19:00 სთ

SOLO Talks-ზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ აქ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.