მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკორას“ ახალი საწარმო 2023 წლის ბოლოს ამოქმედდება

639045620e0a9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.22 16:45
1535
„ნიკორას“ გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის განცხადებით, კომპანია თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ხორცპროდუქტების გადამმუშავებელ ქარხანას 2023 წლის ბოლოს აამოქმედებს. ბიზნესის განვითარების გეგმებზე ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ახალი ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო და კომპანია მისი განხორციელებისთვის 30 მლნ ლარის ინვესტიციას დებს.

„5 თვეა ახალი ხორცპროდუქტების ქარხნის მშენებლობა დავიწყეთ. ეს იქნება მაღალი სტანდარტების შესაბამისი ქარხანა. ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპაშიც არ არის ასეთი დონის ქარხანა. მშენებლობა დაწყებულია და მომდევნო წლის ბოლოსთვის ქარხანა უნდა ამოქმედდეს. საუბარია ძეხვების, სოსისების და შაშხების წარმოებაზე. ჯამში ამ პროექტისთვის 30 მლნ ლარს ჩავდებთ“, - განაცხადა ბოქოლიშვილმა.

ცნობისთვის: სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.