მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ის და Renault-ს ალიანსი შესაძლოა შეწყდეს

5e1c6b0f96e7a
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 18:12
1016
Forbes-ი The Financial Time-ზე დაყრდნობით წერს, რომ Nissan-მა შესაძლოა ავტოკონცერნი Renault დატოვოს.
როგორც გავლენიანი გამოცემა აღნიშნავს, იაპონური Nissan-ი კორპორაცია Renault-ის ალიანსიდან გასვლას გეგმავს; სავარაუდოდ, კომპანია Renault-სთან თანამშრომლობის გარეშე გააგრძელებს ბაზარზე პოზიციონირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის დასაწყისში, Renault ასევე გეგმავდა გაერთიანებას Fiat Chrysler Automobile (FCA)-სთან, მაგრამ აღნიშნულ გარიგებას მხარი საფრანგეთის მთავრობამ არ დაუჭირა.

Nissan-Renault-ის ალიანსი 1999 წელს შედგა. ავტოგიგანტის დაშლის შედეგად მხარეები ახალ პარტნიორებს მოძებნიან, მაგრამ როგორ გაუწევენ კონკურენციას Fiat Chrysler Automobiles და Peugeot-ს, ასევე Volkswagen-ს და Ford-ს, ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ჟამს განვითრებული მოვლენების გამო, Nissan-ს ურთიერთობა გაურთულდა Mitsubish Motors-თან, რომელიც ასევე კომპანიის პარტნიორია.

ცნობისთვის: Nissan-ს CEO კარლოს გონი ტოკიოდან ლიბანში 31 დეკემბერს გაიქცა. გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. Nissan-მა გონს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანლის პოსტი დაატოვებინა. 2019 წლის აპრილში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს.