05.თებერვალი .2020 17:50

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი eBay-ის შესყიდვით დაინტერესდა

views 375
უკან

გავლენიანი გამოცემა Forbes The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია Intercontinental Exchange Inc., რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელია, ვებ-პლატფორმა eBay-ის შესყიდვით დაინტერესდა.  აღნიშნული გარიგება კომპანიას შესაძლოა 30 მილიარდ აშშ დოლარზე მეტიც კი, დაუჯდეს.

გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ფორმალურ ეტაპზეა და ICE-ის ვებ-პლატფორმის შესყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია. იქვეა აღნიშნული, რომ eBay-იმ, შესაძლოა, შეთავაზება არც კი მიიღოს.

მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ Intercontinental Exchange Inc.-მა eBay 30 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა, რაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაზე (28 მილიარდი აშშ დოლარი) მეტია.

ICE-ში ადასტურებენ, რომ eBay-ის წინადადებით მიმართეს, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ამ ახალი ამბის ფონზე eBay-ს აქციები 34,39 დოლარიდან მაქსიმალურ 38,73 დოლარამდე გაიზარდა.

eBay მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ აუქციონია, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს.