მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eBay არალეგალური სამედიცინო დანადგარების გაყიდვისთვის $59 მილიონით დაჯარიმდა

eBay

ელექტრონული კომერციის კომპანია eBay-იმ ჯარიმის სახით $59 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ მათ პლატფორმაზე იყიდებოდა მოწყობილობები, რომლებითაც არალეგალური, კუსტარული მედიკამენტების დამზადებაა შესაძლებელი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვებსაიტზე სავარაუდოდ ათასობით სახით საპრესი თუ საკაფსულე დანადგარი იყიდებოდა, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საქმეებში ფიგურირებდნენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კუსტარულად დამზადებული ტაბლეტები “ზედოზირების ეპიდემიის” ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, რის გამოც ელექტრონული კომერციის კომპანიებს მკაცრად მოუწოდებენ, კანონი ყველა შესაძლო საშუალებით დაიცვან.

ელექტრონული კომერციის გიგანტმა “კონტროლირებადი ნივთიერებების აქტი” დაარღვია, რომლის თანახმადაც, კომპანიებს ვალდებულება აქვთ, შეაგროვონ მონაცემები მსგავსი პროდუქტების მყიდველებისგან და ისინი შესაბამის უწყებას გადაუგზავნონ.

თავად eBay დანაშაულში ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდას მხოლოდ დამატებითი სასამართლო ხარჯების ასარიდებლად დათანხმდა. თუმცა კომპანია პირობას დებს, რომ, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, ამ პრობლემის წინააღმდეგ ზომებს მიიღებენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ნარკოტიკებით ზედოზირებას 2022 წელს ამერიკის 110 ათასი მოქალაქე ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები