მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში 68 000 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

5de0ba6fdf1a0
BM.GE
29.11.19 10:27
794
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინა, რაზეც 4 პირი დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელოს, იმერეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 300 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 68 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.