მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

6493fe92d779d
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.23 12:14
2128
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 5 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ცენტრალურ ბიუჯეტში სულ 6.95 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 90%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება ასე ნაწილდება:

გადასახადების მობილიზება 2023 წლის 5 თვეში:

დამატებული ღირებულების გადასახადი - 2.65 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 87%;
საშემოსავლო გადასახადი - 2.33 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 93%;
მოგების გადასახადი - 918 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 84%;
აქციზის გადასახადი - 769 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 96%.
იმპორტის გადასახადი - 58 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 105%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლის სხვა წყაროებს, პრივატიზაციიდან ანუ არაფინანსური აქტივების კლებიდან ბიუჯეტში 30 მილიონი ლარი შევიდა, რაც 6 თვის გეგმის 35%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები