მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში, სავარაუდოდ, დეფლაცია დაფიქსირდება - TBC Capital

638465dddb36a
გიორგი თოლორდავა
28.11.22 13:03
1782
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ინფლაცია მცირდება და უფრო მეტიც, მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, სავარაუდოდ, დეფლაცია დაფიქსირდება.

"მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით გაანგარიშებული ინფლაცია დამატებით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ხშირად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის წინმსწრები ინდიკატორია. ამავდროულად, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ბოლოდროინდელი შემცირება და მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების საბაზო სცენარი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო 12 თვეში, ან უფრო ადრეც, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნესთან ახლოს ან უფრო დაბალი იქნება.

უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, უკვე მიმდინარე ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, როგორც ჩანს, დეფლაცია დაფიქსირდება", - წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, დეფლაცია ეკონომიკაში საშუალო ფასების შემცირების გრძელვადიან პროცესს გულისხმობს.