მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით 5 რეისი დაინიშნა

619347bc7ceea
BM.GE
16.11.21 09:52
546
ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით 5 რეისი დაინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღო.

აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. ხოლო უშუალოდ, გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება.

შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/en/tickets