მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველ რეისზე ათასობით ლარით ვზარალობთ” - რას ითხოვს AK-AIR Georgia

6479e1d0ce29d
ანუკა ჯოხაძე
02.06.23 21:36
18006
ავიაკომპანია AK-AIR Georgia ამ დრომდე სახელწმიფოს მხრიდან შიდა ფრენების განხორციელებაზე ახალი ტენდერის გამოცხადების მოლოდინშია. კომპანიასთან არსებული ხელშეკრულება უკვე მეოთხედ გახანგრძლივდა.

კომპანიის დირექტორი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ 2018 წელს დადგენილი ტარიფებით ოპერირება დღეს კომპანიისთვის ზარალის მომტანია, რადგან წლების განმავლობაში სერვისისა და მომსახურების ღირებულება გაძვირებულია.

შესაბამისად, მისი თქმით, წლის განმავლობაში ამის გამო “AK-AIR Georgia” ასიათასობით ლარის ზარალს ნახულობს. “AK-AIR Georgia” სახელწმიფოს უმოკლეს ვადებში ტენდერის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

“ვმუშაობთ იმ ფასებით და იმ პირობებით, რაც იყოს 2018 წელს დაწესებული. მას შემდეგ თითქმის გაათმაგდა საწვავის ფასი, იყო რეკორდული მაჩვენებლი ინფლაციის, რომელიც აბსოლუტურად აძვირებს ყველა სერვისს ავიაციის და აეროპორტების განსაკუთრებით.

სამწუხაროდ, არ აცხადებენ ახალ ტენდერს და გვიგრძელებენ იგივეს, რაც გვიქმნის ძალიან რთულ პირობებს და გვაყენებს ძალიან რთულ ფინანსურ სიტუაციაში, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა ფრენაზე ჩვენ გვაქვს დანაკლისი.

ზუსტ რიცხვებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ ფრენაზე გვაქვს ათასობით ლარის დანაკლისი, რაც წლის განმავლობაში ათიათასობით, ასიათასობითაც ზარალი, რაც მძიმე ტვირთად გვაწვება", -ამბობს AK-AIR Georgia-ს დირექტორი იგორ აფციაური.

კომპანია AK-AIR Georgia-ში ამბობენ, რომ შიდა ფრენების განხორციელებაზე განახლებული შეთავაზება სახლემწიფოს რამდენიმე თვეა გადაუგზავნეს. იგორ აფციაური BM.GE-ის კითვხაზე თუ რამდენით უნდა მოხდეს ტარიფების გაზრდა, რომ კომპანიისთვის სატენდერო პირობები მისაღები იყოს, პასუხს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ტარიფების ზრდასთან ერთად მნიშნელოვანია სატენდერო პირობებში ფრენების მინიმალური სიხშირის გაწერა მოხდეს. მისი თქმით, მიმდინარე ხელშეკრულებთ მსგავსი პრაქტიკა დამკვეთს არ ჰქონდა, რის გამოც ხშირად კომპანია ზარალობდა.

ცნობისთვის, შიდა ფრენებზე ახალი ტენდერის გამოცხადების ვადებზე BM.GE-იმ კითხვა გასულ კვირას აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელსაც დაუსვა. როგორც ირაკლი ქარქაშაძემ BM.GE-თან განაცხადა, ამ ეტაპზე სატენდერო პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი თუ რის გამოც პროცესი გაჭიანურდა ახალი მიმართულებების შესაძლო დამატებაა. ქარქაშაძეს ვადები თუ როდის გამოცხადდება ტენდერი არ დაუკონრეტებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები