მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგია ხვალიდან საზღვრებს კეტავს

6012c60a6dcdd
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.21 18:19
1023
ნორვეგიის პრემიერ მინისტრის ერნა სოლბერგის განცხადებით, ქვეყანა 29 იანვრიდან საზღვრებს დახურავს ყველა ვიზიტორისთვის. შეზღუდვა არ შეეხება ქვეყანაში შესვლის „საფუძვლიანი მიზეზის“ მქონე პირებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც ნორვეგიაში არ ცხოვრობს“, – განაცხადა ერნა სულბერგმა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები კარგად მოქმედებს, მათ შორის, ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიამ საგანგებო მდგომარეობა 23 იანვარს გაამკაცრა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოსლოში მდებარე "არააუცილებელი" მაღაზიები დაიხურა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 61 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, პანდემიამ 556 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.