მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიის პრემიერმა დაბადების დღის აღნიშვნით კოვიდ-რეგულაციები დაარღვია, რის გამოც დააჯარიმეს

6070ad4c47e11
თამთა ჯიჯავაძე
09.04.21 23:50
913
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმეს. კერძოდ, როგორც „ევრონიუსი“ წერს, სოლბერგმა 60 წლის იუბილეს აღნიშვნა 13 ადამიანთან ერთად ვახშამით გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიაში მოქმედი რეგულაციებით, 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა შეზღუდულია.

პოლიციის განცხადებით, ვახშამი, რომელიც პრემიერ-მინისტრისთვის იყო ორგანიზებული, დადგენილ ლიმიტს აჭარბებდა, ამიტომაც სოლბერგი 20 000 ნორვეგიული კრონით დააჯარიმეს, რაც დაახლოებით 1 975 ევროა.

თავად პრემიერმაც დაადასტურა, რომ სადღესასწაულო ვახშამს მისი ოჯახის 13 წევრი ესწრებოდა. ვახშამი 26 თებერვალს, სამთო საკურორტო ქალაქ გეილოს ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა.

„ძალიან ვწუხვარ. ვფიქრობ ეს გასაკვირია, მაგრამ პირველ რიგში მე ვწუხვარ, ვინაიდან ვიცი რომ მე უნდა ვიყო ყველასთავის განსაკუთრებით კარგი მაგალითი“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.