მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუნუკა“ - მადრიდში გახსნილი ახალი ქართული რესტორნის გეგმები

633aac25d09c6
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.22 00:40
1593
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ერთი თვეა, რაც ქართული რესტორანი „ნუნუკა“ გაიხსნა. ახალი საკვები ობიექტის მიზანი ესპანელებისთვის საქართველოს და ქართული გასტრონომიის გაცნობაა.

მადრიდში რესტორნის გახსნის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი ნინო კილტავა BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბისტროს ტიპის რესტორანი მცირე მენიუთი სტუმრებს ხარისხზე ორიენტირებულ და სწორი ტექნიკით მომზადებული ქართულ ტრადიციული კერძებს და ქართულ ღვინოს სთავაზობს.

რესტორნის დამფუძნებელი ახალი ობიექტის გახსნის იდეის გაჩენის და მისი მიზნების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე წლის წინ მადრიდში ჩასვლისას აღმოაჩინა, რომ საქართველოსა და ქართული გასტრონომიის ცნობადობა ძალიან დაბალი იყო. მისი თქმით, ესპანეთში ჩასვლის შემდეგ მის ოჯახში გამართული ვახშმობისას მეგობრები საკუთარი კვების ობიექტის გახსნას ურჩევდნენ და რესტორნის გახსნის იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა. თუმცა პანდემიამ გეგმების განხორციელება გადაადებინა.



„2017 წელს ესპანურ გასტრონომიულ ჟურნალში მადრიდში მცხოვრები ქართველი შეფი დავით ნარიმანიშვილის შესახებ წავიკითხე, მოვძებნე, გავიცანი და მას პირველს რესტორნის გახსნის სურვილი გავუზიარე. დავითს ქართული ტრადიციული კერძების და ჩემი ნუნუკა ბებიის რეცეპტების ავთენტური გემო შენარჩუნება-მოდერნიზებასა და ესპანელი მომხმარებლისთვის წარდგენაში დახმარება ვთხოვე. აგრეთვე ჩემი მეგობარია ალეხანდრა ანსონი, გასტრონომიული კონსულტანტი მასაც გავუზიარე კონცეფცია და სურვილი ქართული რესტორნის გახსნის. რესტორნის გახსნის გადაწყვეტილების შემდეგ მაგისტრატურაზე სასტუმროების და რესტორნების მართვა მენეჯმენტი და F&B ის ფაკულტეტზე ჩავაბარე (EAE Business School). პანდემიის დაწყების შემდეგ არ დავნებდი და სხვადასხვა ფართის ძებნას განვაგრძობდი. სირთულების მიუხედავად, ბევრი ძებნის შემდეგ პატარა რესტორანი ულამაზეს მადრიდულ ქუჩაზე ჩუეკას უბანში Сalle Libertad 13-ში ვნახე“, - ამბობს ნინო კილტავა.



მისი ინფორმაციით, რესტორნის ინტერიერის დიზაინში ესპანელი მეგობრები - ცნობილი ინტერიერის დიზაინერები Las2Mercedes-ი დაეხმარა, რაც შეეხება რესტორნის სახელწოდებას, ამის ინსპირაცია ნუნუკა ბებია იყო, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და არაჩვეულებრივი მზარეული იყო. ნინო კილტავამ BM.GE-ს ბიზნესის გაფართოების გეგმებიც გაუზიარა.

„ნუნუკაში“ ყველა სტუმარი თავს გრძნობდეს თავს როგორც საკუთარ სახლში ისე უნდა გრძნობდეს. „ნუნუკაში“ ქართული კერძების გარდა, სტუმრებს ქართულ ღვინოსაც ვთავაზობთ, რამაც ძალიან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. მალე მექნება ქართული ღვინის მარანი ჩემს სარდაფში, სადაც დეგუსტაციების მოწყობას შევძლებთ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ქართული ღვინო და სამზარეულოა. ასევე ეს იქნება სივრცე ქართველი მხატვრებისთვის და ფოტოგრაფებისთვის. ამჟამად ბისტროში ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევრებია გამოფენილი“, - ამბობს ნინო კილტავა.

რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 45 სტუმარზე გათვლილი რესტორანი „ნუნუკა“ 7 ქართველს ასაქმებს, რომლებიც სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობენ. მისივე თქმით, 1 თვის გახსნილი რესტორნის მიმართ ინტერესი ესპანელების მხრიდან დიდია.

„ყოველდღიურად ჩვენს მიერ გამასპინძლებული სტუმრების უმაღლეს შეფასებები ძალიან მაბედნიერებს, პროექტის გაძლიერების სურვილს მიჩენს“, - უთხრა BM.GE -ის კილტავამ.