მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-მ ახალი თაობის უმძლავრესი ვიდეობარათები RTX 4080 და 4090 წარადგინა

632abe416283d
გიორგი თოლორდავა
21.09.22 22:35
1726
კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია Nvidia-მ ახალი თაობის უმძლავრესი ვიდეობარათები (GPU) წარადგინა.

RTX 40 სერიაში კომპანიის ორი ახალი პროდუქტი 4080 და ფლაგმანი 4090 იქნება, რომელიც წინამორბედ RTX 3090-თან შედარებით 4-ჯერ უფრო მძლავრი და სწრაფია.

Nvidia-ს განმარტებით, ადა ლავლეისის სახელწოდების არქიტექტურაზე აგებული 40 სერია „კვანტური ნახტომი“ იქნება გეიმინგ ინდუსტრიაში, რომელიც მოთამაშეებს არნახულ შესაძლებლობებს მისცემს.

გარდა გაზრდილი ტექნიკური შესაძლებლობებისა, Nvidia-ს ახალი ვიდეობარათები DLSS 3 ფუნქციას მიიღებენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მნიშვნელოვნად ზრდის ვიდეობარათების წარმადობას.

ცნობისთვის, Nvidia-ს ვიდეობარათები არა მხოლოდ კომპიუტერული თამაშებისთვის, არამედ ისეთი ინტენსიური საქმიანობისთვისაც გამოიყენება, როგორიცაა: კრიპტოვალუტის მაინინგი, მონტაჟი და გამოთვლები.

შეგახსენებთ, რომ Nvidia მსოფლიოს რიგით მე-18 უმსხვილესი კომპანიაა - მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 329 მილიარდ დოლარს შეადგენს, ვიდეობარათები კი კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროა.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter, Nvidia და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები