მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჯახის ექიმები კიდევ დაემატება, რომ შეფერხებები არ გვქონდეს - გაბუნია

61fb9a0e47911
ინგა მურუსიძე
03.02.22 13:18
502
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 190 ათასი აქტიური შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, კლინიკებში დაახლოებით აქტიური შემთხვევების 3.6%-მდეა გადაყვანილი, ხოლო 3000-მდე საწოლი თავისუფალია.

„ოჯახის ექიმები ერთვებიან აქტიურად ვირუსის მართვაში, რაც გვეხმარება ძალიან, თუმცა საჭიროა კიდევ დაემატოს რესურსი. მომდევნო დღეებში ოჯახის ექიმები და კლინიკები კიდევ დაემატებიან იმისთვის, რომ არ გვქონდეს შეფერხებები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ დღეს ქვეყანაში 2000 ოჯახის ექიმია და 60% უკვე ჩართულია ქსელში, რაც მომდევნო დღეებში კიდევ გაიზრდება.