28.სექტემბერი .2021 17:21

ოჯახის ექიმებს და ექთნებს ფინანსურად წაახალისებენ, თუ ისინი ასაკოვან ხალხს აცრაზე დაითანხმებენ

ოჯახის ექიმებს და ექთნებს ფინანსურად წაახალისებენ, თუ ისინი ასაკოვან ხალხს აცრაზე დაითანხმებენ
views 476
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმებისა და ექთნების მეტად წახალისებისთვის და ვაქცინაციის პროცესში მათი მეტი ჩართულობისთვის ფინანსური სტიმულირება იგეგმება. შესაბამისი სქემის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო გაავრცელებს. 

როგორც გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ამით ექიმებს და ექთნებს მეტი სტიმული მიეცემათ, რომ მოქალაქეები ვაქცინაციაზე დაითანხმონ.

„60 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯგუფია და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აიცრას ყველა ის მოქალაქე, ვინც ამ ასაკობრივ ჯგუფშია, რადგან აქ არის ყველაზე მაღალი გართულებების, ჰოსპიტალიზაცის და რთული გამოსავლების რისკი. ოჯახის ექიმი და ექთანი ამ ჯგუფის მოქალაქეებთან არის ყველაზე ახლოს, რადგან მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება, იცნობენ ოჯახის ექიმებს.

დღეს- ხვალ ჯანდაცვის სამინისტრო გამოუშვებს სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად აქტიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში. ეს ნიშნავს, რომ როცა ოჯახის ექიმი იმუშავებს ასაკოვან მოქალაქეებთან და ამ მუშაობის შედეგად ადამიანი აიცრება, მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და მეტად აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა. გამოიყოფა ადმინისტრაციული რესურსი ამ მხრივ ხარჯების გასაწევად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.