მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომიკრონი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ჯერ გვირაბის შესასვლელში ვართ - კულუმბეგოვი

61db019d7f30d
BM.GE
09.01.22 19:35
765
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში ლაბორატორიულად ომიკრონის 600 შემთხვევაა დადასტურებული.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე წერს, რომ "ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე... მაგრამ ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ".

"ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ"-წერს კულუმბეგოვი.

NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ომიკრონის ცირკულაცია იმატებს და დღევანდელი შემთხვევების 10% სწორედ ომიკრონზე მოდის.