მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომიკრონის შტამი 38 ქვეყანაში გამოვლინდა - WHO

61ab5f5c8a0a9
მარიამ ვარადაშვილი
04.12.21 16:53
671
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ომიკრონის სახელით არის ცნობილი, 38 ქვეყანაშია გამოვლენილი. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სახეზეა ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

“ვარაუდია, რომ გაზრდილია ინფიცირების შემთხვევები, თუმცა საჭიროა გავიგოთ დელტაზე სწარაფად ვრცელდება თუ არა ის,”-განაცხადა მარია ვან კერკოვიამ.

ის ასევე ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენად რთული შეიძლება იყოს ვირუსის ახალი ვარიანტი და დასძენს, რომ მართალია სამხრეთ აფრიკაში გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტებს მეტი მონაცემი სჭირდებათ სიკვდილიანობის გაზრდილ რისკზე სასაუბროდ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. როგორც ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, მოსალოდნელია მისი “გამოჩენა".

“ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება. წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება ​დაახლოებით სამჯერ მეტია”- ამბობს გამყრელიძე.