სასტუმრო / რესტორან „ტერასას“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერას უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ პოსტკოვიდური და ამჟამად მიმდინარე ომის ფონზე ხარჯების ოპტიმიზაცია უმნიშვნელოვანია. მისი თქმით, თანხების რეინვესტირებას ისინი საოპერაციო ხარჯებში მოახდენენ.
„გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ პოსტკოვიდური პერიოდია, ბიზნესს საკმაოდ დიდი კრიზისული პერიოდი აქვს გადატანილი, დღეს ხარჯების ოპტიმიზაცია პრიორიტეტული მიმართულებაა ყველა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმისთვის. ამას დაერთო ომი, რომელიც რეგიონის ეკონომიკაზე და ტურიზმის ინდუსტრიაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამიტომ ასეთი მხარდაჭერა მთავრობისგან მნიშვნელოვანია.
რეინვესტირება შეიძლება საოპერაციო ხარჯებში, ყველაფერის ფასები გაორმაგებული ან გასამმაგებულია. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია სახელფასო ფონდი, ბიზნესები მოგების გაზრდაზე ვერ მუშაობენ, საუბარია მხოლოდ ხარჯების დაფერვაზე, სესხის დაფარვაზე. ხარჯები გაზრდილია იმიტომ, რომ ფასებია გაზრდილი, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირებულია და ეს აისახება ტურისტულ პროდუქტებზე და მათ ღირებულებებზე",– ამბობს სიდამონიძე.
რაც შეეხება დატვირთულობის ამჟამინდელ მაჩვენებელს, სიდამონიძე ამბობს, რომ რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჯავშნები საქართველოში მასობრივად უქმდება, რაც ზაფხულის სეზონისთვის პოზიტიურ მოლოდინებს არ ქმნის.
"ტურისტული სამომხმარებლო ქცევა შეცვლილია, ომამდე პერიოდში ჯავშნების შემოდინება რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა, მანამდე კი თვეებით ადრე. ომის დაწყების შემდეგ ჯავშნების მასობრივი გაუქმება დაიწყო, იმიტომ რომ საქართველო მაინც საფრთხისშემცველ რეგიონად მოიაზრება, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქნოდეს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე“ - განაცხადა სიდამონიძემ.
ტურიზმის სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ინდუსტრია გასული 2 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაზარალდა.
საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი