მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტია, ქონების გადასახადი პირდაპირ ან ირიბად შემოსავალზე უნდა იყოს მიბმული - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

პარლამენტში ქონების გადასახადის ფორმის ცვლილებაზე მსჯელობენ. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯერ მხოლოდ ერთი კანონპროექტია ინიცირებული, “ევროოპტიმისტების” წევრის, რომან გოცირიძის მიერ წარდგენილი. მთავრობა კი კანონპროექტის წარდგენას გაზაფხულზე გეგმავს. გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ მისი კანონპროექტი გახდა ქონების გადასახადის მთავრობის მხრიდან ახალი კანონპროექტის შემუშავების კატალიზატორი.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის ინიციატივას მთავრობა მხარს არ უჭერს, რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანონპროექტი აუცილებლად მისაღებია. განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ამ კანონპროექტის მიღება არის აუცილებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავრობა არ შეგვპირდება უკეთესს. განსხვავება ჩვენსა და მთავრობის კანონპროექტს შორის არის ფართი თუ ღირებულებითი შეფასება. მე ვუჭერ ფართს მხარს, თუმცა ამ შემთხვევაში თუ გათავისუფლების ზღვარი არის 40 ათასი და დღეს ნაკლებშემოსავლიანი არ იხდის, როგორ უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დაბეგვრა, რომლებსაც შემოსავალი აქვთ 20-30 ათასი ლარი?

ან მხოლოდ პენსიონერია და აქვს ბინა, ან მიწა? ბუნებრივია, რომ ადამიანის შემოსავლებზე პირდაპირ ან ირიბად რომ უნდა იყოს მიბმული, ეს ფაქტია. გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. ეს საკითხი რომ სასწრაფოდ გადაწყვეტას მოითხოვს, ეგეც ფაქტია, ვინაიდან დღეს თუ მივუდგებით ძალიან კრიტიკულად, ნებისმიერი ადამიანის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში შეიძლება ეჭვი შეიტანო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ვისაც 40 ათას ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, ეს არ იცის. თუ ამ კანონს არ მიიღებთ, ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქონების გადასახადი შემოსავალზე დამოკიდებული აღარ იქნება - სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები