მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ ფორმატში ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტზე იმსჯელეს

6012944c9605d
BM.GE
28.01.21 14:33
817
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას, ტურიზმის, აგროტურიზმის, გასტროტურიზმის ასოციაციების, ტუროპერატორების, გიდების გაერთიანების, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის, პარაგლაიდინგის ფედერაციის, პარსა-ინკლუზიური ტურიზმის ცენტრისა და რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის თანამშრომლებმა პრეზენტაცია გამართეს, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ევროპული გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკები გააცნეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ევროპაში სხვადასხვა ტურიზმის სფეროების რეგულირების საუკეთესო მაგალითები.

ონლაინ შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის თანამშრომლებმა ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი წარმოადგინეს. შეხვედრის ფორმატში განიხილეს პოსტ-პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე კანონმდებლობის დახვეწის საკითხები.

ტურიზმის სექტორთან შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაწყდა, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მოხდება.