მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC: ნავთობის ფასი 2020 წლის მეორე ნახევარში 40 დოლარამდე გაიზრდება

5ea8061ea859a
BM.GE
28.04.20 14:45
1154
OPEC-ის პროგნოზით, ნავთობის ფასი 2020 წლის მეორე ნახევარში 40 დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა მუჰამედ აკრაბმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას kuna.net.kw-ი ავრცელებს.

მისი თქმით, „ბაზრებზე პოზიტიური ნიშნები“ უკვე შეინიშნება. პროგნოზის თანახმად, მაის-ივნისში, OPEC+ -შეთანხმებების შესრულების შედეგად, მსოფლიო ფასები საშუალოდ ბარელზე 35 დოლარამდე გაიზრდება.

აკრაბმა ასევე აღნიშნა, რომ OPEC+ -ის გადაწყვეტილებების გარდა, ფასების ზრდას ხელს შეუწყობს იმ აკრძალვების მოხსნა, რომელიც ქვეყნებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დააწესეს.

შეგახსენებთ, რომ OPEC+ - ის ქვეყნები აპრილის შუა რიცხვებში შეთანხმდნენ, რომ პირველი მაისიდან ნავთობის შემცირებას დაიწყებდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, მაის-ივნისში, ნავთობის წარმოების შემცირება დღიურად 9.7 მილიონი ბარელით.