მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-ი საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას შეუმცირებს

Opec

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

მომავალი წლის დასაწყისიდან, ნავთობის ყოველდღიური წარმოება დამატებით 1 მილიონი ბარელით შემცირდება, რაც OPEC-ის ხელმძღვანელობის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს.

საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირება ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს, რითაც ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.

საუდის არაბეთი ამჟამად რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ არაბეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

მუჰამედ ბინ სალმანი და ვლადიმირ პუტინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან სტრატეგიულად თანამშრომლობენ, ეს ურთიერთობა კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები