მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზრდება, ფასებიც მოიმატებს – OPEC

63e9e3a6aa33e
გიორგი თოლორდავა
13.02.23 12:30
971
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობზე მოთხოვნა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს და რეკორდულ ნიშნულამდე გაიზრდება.

OPEC-ის გენერალური მდივნის, ჰაიტამ ალ-ღაის შეფასებით, ნავთობზე მოთხოვნის რეკორდული ზრდა ჩინეთის ეკონომიკის აღდგენით და კოვიდრეგულაციების გაუქმებით იქნება განპირობებული. ანალიტიკოსების ვარაუდით, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა დღიურად 1 მილიონი ბარელით გაიზრდება.

რაც შეეხება ფასებს, ალ-ღაის შეფასებით, OPEC-ის მიერ მიწოდების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარში ბარელი Brent-ის ფასი 100-დოლარიან ნიშნულს მიაღწევს. საგულისხმოა, რომ ანალოგიურ პროგნოზს იზიარებენ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებიც.

ზოგადად, ნავთობის გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების ინტერესშია, შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ OPEC-მა ნავთობის მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად არ გაზარდოს და ხელოვნურად გამოწვეული დეფიციტით ბირჟაზე ნავთობი გააძვიროს.

ცნობისთვის, ბარელი Brent-ის ფასი ამჟამად 85 დოლარს აღწევს; WTI კი 79 დოლარად ივაჭრება. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 58 დოლარს შეადგენს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები