მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია საპროტესტო აქციას ცესკოს შენობასთან გააგრძელებს

5fa81dc3514c7
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 20:32
969
„ჩვენ კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, - ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ გააჟღერა რაც ოპოზიციის მიერ ხელისუფელბისთვის მიცემული დრო ამოიწურა და პასუხად მხოლოდ ხვალ სამთავრობო პარტიასა და ოპოზიციის ლიდერებთან შესაძლო შეხვედრა მიიღეს.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათ არ სჯერათ ამ დაპირების და მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობა რუსთაველზეა გამოსული ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დღეს უნდა შეხვედროდნენ. აქედან გამომდინარე ოპოზიციამ მიიღო საპროტესტო მსვლელობით ცესკოსთან მუდმივი საპროტესტო აქციების გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველაფერთან ერთად, რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოთქმასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღსრულება. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთ, ორ, ან სამდღიანი, მაგრამ შეუწყვეტელი იქნება, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში.

ჩვენ ახლა ყველამ ერთად, ვინც კი ვართ და ძალიან ბევრნი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და წავიდეთ და იქ დავრჩეთ... და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. როგორც არასოდეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ყოფილა ასეთი მასშტაბური მსვლელობა, რომელიც ახლა დაიწყება. შორია, ახლოს არ არის, მაგრამ ახლოს არის გამარჯვება“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, საპროტესტო მსვლელობა ელბაქიძის დაღმართის გავლით წარიმართება და ოპოზიცია ცესკოსთან ახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვს.

„უკომპრომისონი ვიქნებით ხალხო. ეს არ არის გადაადგილება გადაადგილებისთვის, იქ ქაჯეთის ციხეა ახლა, იქ მოპარეს ერს რეჟიმის დავალებით ხმები და თამარ ჟვანია სახლში უნდა წავიდეს. ეს არის გეგმის ნაწილი და ოპოზიციას გაწერილი აქვს გეგმა, რომლითაც უნდა ვიაროთ და რომელიც მინიმუმ მომდევნო 10 წელს განსაზღვრავს“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.