18.აპრილი .2022 21:49

ოქრო ისევ ძვირდება

ოქრო ისევ ძვირდება
views 1218
უკან

ოქრო ისევ ძვირდება. Comex-ის ბირჟაზე, ივნისის ფიუჩერსებზე 1 უნცია ოქროს ფასმა 1997 დოლარს მიიღწია. ეს 14 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.

ოქროს გაძვირების მაპროვოცირებელი რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-ში მაღალი ინფლაციაა. ბაზარზე არსებული გაურკვევლობის და რისკების ფონზე ინვესტორები ოქროს ჰეჯირების მექანიზმად განიხილავენ.
ბირჟებზე ფიქრობენ, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED) ინფლაციის მოსათოკად მთავარი საპროცენტო განაკვეთის ზრდის აგრესიულ მიდგომას გამოიყენებს.

„Goldman Sachs Group-ი აღნიშნავს, რომ FED-ს აქვს რთული ამოცანა - შეანელოს ფასების ზრდის ტემპი რეცესიის გამოწვევის გარეშე. ბანკის მონაცემებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეცესიის ალბათობა დაახლოებით 35%-ია“, - წერს Bloomberg-ი.

აღსანიშნავია, რომ მარტში აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 8.5% იყო. საბაზო ინფლაცია 6.5% შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ფასების ზრდის ტემპი 1981 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა.