ოქროს მიერ რეკორდული შედეგის დაფიქსირების მიუხედავად, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ძვირფასი მეტალის გაძვირების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და უნცია ოქროს ღირებულება 3,000 დოლარს მიაღწევს. სწორედ ასეთი პროგნოზი აქვს Citigroup-ის ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც ოქროზე დიდ იმედებს ამყარებს.
თუკი საინვესტიციო ბანკის პროგნოზი გამართლდება, მაშინ ოქროს ფასი ამჟამინდელი 2,370-დოლარიანი ნიშნულიდან დამატებით 26.5%-ით გაიზრდება და მისი ღირებულება ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.
ოქროს გაძვირების მიზეზად ანალიტიკოსები გეოპოლიტიკური რისკების ზრდას და გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობის შერყევას ასახელებენ, რაც ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე, როგორც რისკებისგან თავის დაზღვევის საშუალებაზე, მოთხოვნას ზრდის.