მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი რეკორდულად იზრდება - ვის აქვს მსოფლიოში ოქროს უდიდესი რეზერვები?

5f1fe98b937e4
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.20 12:58
15113
28 ივლისის მდგომარეობით, ერთი უნცია ოქროს ფასმა 1,931 აშშ დოლარს მიაღწია, ბოლო 1 თვის განმავლობაში ოქრო 8.3%-ით გაძვირდა. საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს გაძვირება გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, ინვესტორთა მხრიდან ოქროზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრისთვის უნცია (31.1 გრამი) ოქროს ფასმა შესაძლოა $2000 დოლარსაც გადააჭარბოს. ამ ფონზე, მკვეთრად გაიზარდა მათი აქტივები, ვინც საკუთარი ქონების ნაწილს ოქროს სახით ინახავს. მათ შორის არიან სახელმწიფოებიც, რომელთა ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვების გარკვეული ნაწილიც ოქროს სახით არის ნომინირებული. საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში 0 კილოგრამი ოქრო შედის, თუმცა 60-მდე სახელმწოფოს ცენტრალური ბანკი მნიშვნელოვანი მოცულობის ოქროს რეზერვებს ინახავს.

მსოფლიოში უდიდესი ოქროს რეზერვები ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომლის ფედერალური სარეზერვო სისტემის უცხოური რეზერვების ღირებულების 74.9% ოქროს სახით არის დაცული. 1,000 ტონაზე მეტი ოქროს რეზერვები მხოლოდ 7 სახელმწიფოს აქვს.

ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვების რეიტინგი (Top 20):

1 შეერთებული შტატები - 8,134 ტონა ოქრო;
2 გერმანია - 3,364 ტონა ოქრო;
3 იტალია - 2,452 ტონა ოქრო;
4 საფრანგეთი - 2,436 ტონა ოქრო;
5 რუსეთი - 2,299 ტონა ოქრო;
6 ჩინეთი - 1,948 ტონა ოქრო;
7 შვეიცარია - 1,040 ტონა ოქრო;
8 იაპონია - 765 ტონა ოქრო;
9 ინდოეთი - 642 ტონა ოქრო;
10 ნიდერლანდები - 612 ტონა ოქრო;
11 ევროზონა (ევროპის ცენტრალური ბანკი) - 505 ტონა ოქრო;
12 თურქეთი - 485 ტონა ოქრო;
13 ტაივანი - 422 ტონა ოქრო;
14 ყაზახეთი - 388 ტონა ოქრო;
15 პორტუგალია - 382 ტონა ოქრო;
16 უზბეკეთი - 338 ტონა ოქრო;
17 საუდის არაბეთი - 323 ტონა ოქრო;
18 გაერთიანებული სამეფო - 310 ტონა ოქრო;
19 ლიბანი - 287 ტონა ოქრო;
20 ესპანეთი - 282 ტონა ოქრო.

რაც შეეხება თავად ოქროს უმსხვილეს საცავებს, ყველაზე მეტი ოქრო ფედერალური სარეზერვო სისტემის ნიუ-იორკის ფილიალში არის დაცული. მეორე უმსხვილესი საცავი კი Bank of England-ის მიწისქვეშა საცავებია, სადაც იმ 310 ტონა ოქროს გარდა, რომელიც უშუალოდ ინგლისის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის, დაცულია სხვა მრავალი ქვეყნის და კომერციული ორგანიზაციის კუთვნილი ოქროც.