მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ფულადმა გზავნილებმა $182 მილიონს მიაღწია

5fb2360480bb0
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.20 12:30
895
2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 10 თვეში საქართველოში უცხოეთიდან გადმოგზავნილმა თანხამ $1.52 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით მეტია. 

ოქტომბერში ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - $35 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში $27 მილიონი შემოვიდა. 

ქვეყნები, საიდანაც სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილები $1 მილიონ დოლარს აღემატებოდა:

  1. რუსეთის ფედერაცია - 35.20 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -7.01%
  2. იტალია - 27.50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30.88%
  3. აშშ - 21.25 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39.52%
  4. საბერძნეთი - 19.72 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.64%
  5. ისრაელი - 13.78 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.37%
  6. უკრაინა - 10.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 151.91%
  7. თურქეთი - 10.09 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.00%
  8. გერმანია - 7.90 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 74.65%
  9. აზერბაიჯანი - 5.33 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 145.10%
  10. ესპანეთი - 4.50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.78%
  11. საფრანგეთი - 3.01 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.33%
  12. პოლონეთი - 2.51 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14.01%
  13. გაერთიანებული სამეფო - $1.88 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.05%
  14. ყაზახეთი - 1.81 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -43.98%
  15. კანადა - 1.72 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39.47%
  16. ირლანდია - 1.50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 63.52%
  17. კვიპროსი - 1.09 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -26.80%
  18. სომხეთი - 1.05 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20.00%

2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.9 მლნ აშშ დოლარი (76.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის (22.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების ზრდაზე, სავარაუდოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად მოქმედებს ის გარემოება, რომ საქართველოს საზღვრები რეალურად ჩაკეტილია, თუკი წინა წლებში უცხოეთში მყოფი ქართველების ნაწილი ქვეყანაში ფიზიკურად ჩამოდიოდა და შესაბამისად ფულადი სახსრებიც თან მოჰქონდა, წელს ამის განხორციელება ბევრად გართულებულია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაიზარდა გზავნილები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი და სხვა.