მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველომა ტურიზმიდან $15 მლნ მიიღო, კლება 94%-ია

5fb3e71ccf72f
შოთა ტყეშელაშვილი
17.11.20 19:12
628
ოქტომბერში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 94%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 15.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 

სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის 10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.84 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს კი ეს რიცხვი მხოლოდ $516 მილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია. ამასთან, წლევანდელი ტურიზმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი (427 მილიონი დოლარი) მოდის იმ პერიოდზე, სანამ საზღვრები დაიხურებოდა და "ლოქდაუნი" გამოცხადდებოდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის თანახმად, ოქტომბრის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების 49,712 ვიზიტი განხორციელდა. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92.5%-ით ნაკლებია. ტურიზმის ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საჰაერო გზით მხოლოდ 4,345 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 97.3%-ით ნაკლებია.

15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:


1 თურქეთი - 18 960 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,1% ; 
2 სომხეთი - 9 428 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,2% ; 
3 საქართველო (არარეზიდენტი) - 4 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,0% ; 
4 რუსეთი - 4 346 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,3% ; 
5 აზერბაიჯანი - 3 924 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,7% ; 
6 უზბეკეთი - 1 753 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 29,2% ; 
7 უკრაინა - 1 095 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,4% ; 
8 ბელარუსი - 881 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,4% ; 
9 ყაზახეთი - 655 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,2% ; 
10 გერმანია - 493 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,6% ; 
11 საფრანგეთი - 368 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,8% ; 
12 ა შ შ - 366 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,7% ; 
13 ტაჯიკეთი - 339 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -37,1% ; 
14 ლატვია - 281 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,1% ; 
15 ყირგიზეთი - 277 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,2%.

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - კერძოდ, 49,712 ვიზიტორს შორის 94% ანუ 46,871 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 2,841-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო.