15.ნოემბერი .2022 16:03

ოქტომბერში საქართველოში $502 მილიონი გადმორიცხეს

ოქტომბერში საქართველოში $502 მილიონი გადმორიცხეს
views 718
უკან

2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილები წინა წელთან შედარებით 143%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, რაც ათიათასობით მიგრანტის მიერ გამოტანილ დანაზოგებს უკავშირდება. ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან სულ 299 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტია. მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც $36 მილიონი გადმორიცხეს, მესამე პოზიციაზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ოქტომბერში 30 მილიონი გადმორიცხეს.

ქვეყნები, საიდნაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

1. რუსეთის ფედერაცია - $299 მილიონი, ზრდა წინა წელთან 726%
2. იტალია - $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
3. აშშ - $30 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%
4. საბერძნეთი - $19 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0%
5. ისრაელი - $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
6. ყირგიზეთი - $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 164%
7. გერმანია - $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
8. თურქეთი - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4%
9. ყაზახეთი - $8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
10. სომხეთი - $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 346%
11. ბელარუსი - $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1163%
12. ესპანეთი - $4 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
13. გაერთიანებული სამეფო - $4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 135%
14. აზერბაიჯანი - $4 მილიონი, კლება წინა წელთან -40%
15. საფრანგეთი - $4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%
16. ტაჯიკეთი - $4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 270%
17. პოლონეთი - $3 მილიონი, კლება წინა წელთან -21%
18. ირლანდია - $3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 51%
19. კანადა - $2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
20. კვიპროსი - $2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%

მთლიანობაში, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში გზავნილების სახით 3.3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, აქედან 1.4 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე, 352 მილიონი იტალიაზე, 263 მილიონი კი აშშ-ზე მოდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა