მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ თვეში, ერთი ლიტრი საწვავი საშუალოდ, 35 თეთრით გაიაფდა - იმპორტიორები

5e9a1769b5b55
დავით ჯალაღონია
18.04.20 10:00
1737
მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის რეკორდულად შემცირების ფონზე, რაც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, დღე-ღამეში 9.3 მილიონ ბარელს უდროს, ყველა ტიპის საწვავი გაიაფდა. მაგალითად, ევროპაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრემიუმის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე, 0,06 მეასედი ევროთი შემცირდა და საშუალოდ 1,08 ევროს შეადგენს. ამ დროისთვის, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, იტალიასა და ირლანდიაშია, სადაც ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

რა ხდება საქართველოში? - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში საწვავი ფასები ბოლო ორი თვის განმავლობაში საშუალოდ, 35 თეთრით გაიაფდა.

"ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებს ევროპის და სამეზობლო ქვეყნების ფასებს თუ შევადარებთ, რუსეთისა და აზერბაიჯანის გამოკლებით, რადგან ორივე მნიშვნელოვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ქვეყნის გარდა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასებია ჩვენთან. მარტო ევროკავშირის ქვეყნებს არ შევადაროთ - იგივე სომხეთთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაბალი ფასებია. ფასების შემცირების ტრენდი ბოლო 2 თვის განმავლობაში სტაბილურად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და ბრენდირებულ ქსელში, ერთი ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 35 თეთრით არის შემცირებული, არაბრენდირებულზე შეიძლება მეტადაც იყოს.

აქვე, ერთი რამ მინდა დავაზუსტო, რაც მნიშვნელოვანი საკითხია - ბრენდირებული კომპანიების ლოიალური მომხმარებლი, რომელთაც ბარათები გააჩნიათ, მათ შორის კორპორატიული მომხმარებელი, მათზე კიდევ ცალკე ფასდაკლებების აქციაა - 15-დან 25 თეთრამდე ფასდაკლებები აქვთ. მთლიანობაში, ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს ტენდენცია გრძელდება", - განაცხადა BM.GE-სთან საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.