მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში” არ გამორიცხავენ, რომ საწვავზე ფასი მომავალშიც გაიზარდოს

ნავთობპროდუქტები

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში” აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში საწვავი 30 თეთრით გაძვირდა. გაერთიანებაში არ გამორიცხავენ, რომ საწვავზე ფასი მომავალშიც გაიზარდოს. 

“საწვავი 30 თეთრით არის უკვე გაძვირებული და არავის გვაქვს იმის ილუზია, რომ ან აღარ გაძვირდება, ან აღარ გაიაფდება. შეიძლება გაძვირდეს, შეიძლება გაიაფდეს.

ალბათ, მოიმატებს, მაგრამ როგორ მოიმატებს, სად გაჩერდება, როგორ იქნება ჯერ არ ვიცით. დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე”, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.  

გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მხრიდან რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვით საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება, კომპანიები კი ევროპულ ბაზარს დაუბრუნდებიან. 

“დეფიციტი საქართველოში არ შეგვექმნება. წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ფასები სად გაჩერდება და რა იქნება. ძალიან მალე დადგება თავის ადგილზე, რადგან ჩვენ ახალს არაფერს ვეძებთ. ისევ  იმ იმ მისამართებზე დავბრუნდებით, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ასევე აზერბაიჯანი”, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

ადგილობრივ ბაზარზე არსებული დეფიციტის ამოვსების მიზნით, რუსეთმა საწვავის ექსპორტი დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები